საექთნო ასოციაცია „ნუმანეს“ UNICEF-ისგან მადლობის სიგელი გადაეცა
დასრულებული

საექთნო ასოციაცია „ნუმანეს“ UNICEF-ისგან მადლობის სიგელი გადაეცა

2019 პარტნიორი: ნუმანე

პროექტის შესახებ

COVID-19-ის პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მასშტაბური საგანმანათლებლო-საინფორმაციო ინიციატივა, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს საექთნო ასოციაცია „ნუმანეს“ აქტიური მონაწილეობა წარმოადგენდა. ინიციატივის მთავარი მიზანი იყო სამედიცინო პერსონალისა და განსაკუთრებით ექთნების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის პროცესის მნიშვნელობასა და უსაფრთხოებაზე. პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ ექთნები და ჯანდაცვის პირველადი რგოლის წარმომადგენლები, რომლებმაც მიიღეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული უახლესი ინფორმაცია როგორც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, ისე ეროვნული კალენდარული (გეგმიური) იმუნიზაციის საკითხებზე. პროექტის წარმატებით განხორციელებისა და სამედიცინო პერსონალის გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საექთნო ასოციაცია „ნუმანეს“ UNICEF-ისგან მადლობის სიგელი გადაეცა.

ძირითადი მიზნები

  • გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მასშტაბური საგანმანათლებლო-საინფორმაციო ინიციატივის გავრცელება
  • სამედიცინო პერსონალისა და განსაკუთრებით ექთნების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის პროცესის მნიშვნელობასა და უსაფრთხოებაზე.
  • არედაქტირებ უწყვეტი განათლების მხარდაჭერა
სხვა

სხვა პროექტები