ნუმანეს ოთხი გრძელვადიანი პროექტი ექთნებისთვის
საექთნო პერსონალისთვის გრძელვადიანი დარგობრივი სასწავლო კურსის შემუშავება და დანერგვა
ვრცლად
საექთნო პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ქართულენოვანი აკადემიური რესურსების შექმნის მიზნით, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მასშტაბური საგანმანათლებლო ინიციატივა განახორციელეს, რომლის ერთ-ერთი საკვანძო შემადგენელი ნაწილი საექთნო ასოციაცია „ნუმანე“ იყო.
პროექტის ფარგლებში, დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და „ნუმანეს“ ექსპერტული ჩართულობით, მომზადდა და გამოიცა 16 ქართულენოვანი სახელმძღვანელო, რომელმაც სრულად დაფარა საექთნო საქმის მეხუთე საფეხურის პროფესიული კურიკულუმის ყველა სასწავლო კრედიტი.
აღნიშნულმა პროექტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა — 2020 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მდგრადი განვითარების ყოველწლიურ კონკურსზე (EBRD Sustainability Awards 2020) კომპანიამ უმაღლესი აღიარება — ოქროს ჯილდო (Gold Award) მოიპოვა ნომინაციაში „გენდერი და ინკლუზია“ (Gender and Inclusion). ჯილდოს მინიჭებისას ხაზი გაესვა სწორედ საექთნო სახელმძღვანელოების შექმნას, სწავლების შედეგების გაუმჯობესებასა და დარგის პროფესიულ გაძლიერებას. შექმნილი ლიტერატურა დღესაც წარმოადგენს ქვეყანაში საექთნო განათლების ფუნდამენტურ სასწავლო ბაზას
საექთნო პერსონალისთვის გრძელვადიანი დარგობრივი სასწავლო კურსის შემუშავება და დანერგვა
ვრცლადგაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მასშტაბური საგანმანათლებლო-საინფორმაციო ინიციატივა
ვრცლად