კავკასიის მედიცინის ცენტრის (Caucasus Medical Centre) კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის უფროსი / მთავარი ექთანი
სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიული გაერთიანების წევრი და ონკო-ორგანიზაციების აქტიური თანამშრომელი
მისი ინიციატივით შეიქმნა "საქართველოს ონკოლოგიის ექთნების ასოციაცია", რომელიც ორიენტირებულია ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, გამოცდილების გაზიარებასა და სისტემური გამოწვევების დაძლევაზე.
მისი ხელმძღვანელობით ასოციაცია რეგულარულად მართავს ვებინარებსა და კონფერენციებს თანამედროვე მეთოდების, მათ შორის პაციენტებში ტკივილის მართვისა და მოვლის სტანდარტების დასანერგად. ანა ხმალაძე აქტიურად უწევს პოპულარიზაციას საექთნო პროფესიას და ხაზს უსვამს მულტიდისციპლინურ გუნდში ექთნის, როგორც პაციენტის მთავარი საყრდენის, როლის გაძლიერებას ჯანდაცვის სისტემაში.