ანა არველაძე ექთანი, ბიოლოგი და პროფესიული განათლების მასწავლებელია. მისი მიზანია, რომ მომავალმა ექთნებმა და ფარმაცევტებმა ნასწავლი რეალურ პროფესიულ გარემოში თავდაჯერებულად გამოიყენონ.
კლინიკური გამოცდილება
მედიცინაში ანამ 2017 წელს დაიწყო მუშაობა, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის სტაციონარში ექთნის დამხმარედ. 2022–2023 წლებში ექთანი იყო ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში. 2023–2024 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის ლაბორატორიის წამყვანი სპეციალისტი იყო, 2024 წელს კი კლინიკა „თალიზის“ მთავარი ექთანი.
პროფესიული მოღვაწეობა
2019 წელს ანამ პრაქტიკოსი ექთნის კვალიფიკაცია მიიღო და იმავე წელს პროფესიული განათლების მასწავლებელი გახდა. 2019 წლიდან ასწავლის საზოგადოებრივ კოლეჯ „ფანასკერტელში“, 2021 წლიდან კი კოლეჯ „ბარაკონში“. 2020–2022 წლებში კოლეჯ „კავკასიონის“ საექთნო პროგრამას ხელმძღვანელობდა. 2025 წელს კოლეჯ „მესამე სამედიცინოს“ საექთნო პროგრამის ხელმძღვანელი იყო და პასუხისმგებელია პირველადი გადაუდებელი დახმარების პროგრამაზეც. ასწავლის სხვადასხვა თეორიულ მოდულს. 2026 წლიდან საექთნო ასოციაცია „ნუმანეს“ წევრია.
განათლება და კვალიფიკაცია
ბიოლოგიის ბაკალავრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2018)
პრაქტიკოსი ექთანი, მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია (2019)
გრაფიკული დიზაინი, Scottish Qualifications Certificate, STEP აკადემია (2024)
ფარმაციის უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია (2025)
ანა არის საექთნო განათლების მოდულების მიხედვით შედგენილი სასწავლო რესურსების ავტორი: „ჰისტოლოგია ექთნებისთვის“, „ჰისტოლოგია ექთნის პრაქტიკაში“,, „მიკრობიოლოგია ექთნებისთვის“. ჰისტოლოგიის სახელმძღვანელოში რუბრიკა „კავშირი კლინიკასთან“ თეორიას რეალურ კლინიკურ სიტუაციებთან აკავშირებს.