ცნობიერების ამაღლება PANDAS-ის სინდრომის შესახებ
სიახლე

ცნობიერების ამაღლება PANDAS-ის სინდრომის შესახებ

14 ნოემბერი 2026

საქართველოში მოქმედი ასოციაცია „ნუმანე“ (Numane), რომლის მიზანია საზოგადოებისა და სამედიცინო წრეების ინფორმირება იშვიათი და ნაკლებად შესწავლილი პედიატრიული პრობლემების შესახებ, გიზიარებთ მნიშვნელოვან სამეცნიერო სიახლეს, რომელიც ჩვენს პარტნიორს, იტალიელ ექიმსა და ამ კვლევის პირველ ავტორს, დოქტორ ალფონსო რეკორდარეს (Dr. Alfonso Recordare) უკავშირდება.

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Frontiers in Medicine გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ეხება ბაქტერიოფაგების გამოყენებას PANDAS-ის სინდრომის (Pediatric Autoimmune Neuropsychological Disorder Associated with Streptococcal Infection) — სტრეპტოკოკულ ინფექციასთან ასოცირებული პედიატრიული აუტოიმუნური ნეიროფსიქიატრიული აშლილობა) მკურნალობის პროცესში. ნაშრომი მომზადდა იტალიელი კლინიცისტებისა და თბილისის ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრისა და გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის მკვლევართა ერთობლივი მუშაობით.

რატომ არის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

PANDAS-ის სინდრომი რთული პედიატრიული მდგომარეობაა, რომლის დროსაც ბავშვებში სტრეპტოკოკული ინფექციის შემდეგ უეცრად ვითარდება მძიმე ნეიროფსიქიატრიული სიმპტომები (ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ტიკები, ძლიერი შფოთვა, ქცევითი ცვლილებები). სამწუხაროდ, საქართველოში ეს სინდრომი ჯერ კიდევ ნაკლებად არის ცნობილი და მრავალი პატარა პაციენტი სათანადო ყურადღებისა და სწორი დიაგნოზის გარეშე რჩება. ამასთანავე, განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ კვლევაში გამოყენებული იქნა სწორედ საქართველოში შექმნილი და განვითარებული მეთოდი — ფაგოთერაპია.

მნიშვნელოვანი სამეცნიერო დაზუსტება:

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული მიდგომა ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია. პუბლიკაცია აღწერს ერთ კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევას (case report), რის საფუძველზეც შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ფაგოთერაპია უკვე წარმოადგენს დამტკიცებულ ან სტანდარტულად აღიარებულ მკურნალობას ამ პათოლოგიისთვის. საჭიროა შემდგომი ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები.

ასოციაცია „ნუმანე“, რომელსაც უკვე აქვს მჭიდრო თანამშრომლობა დოქტორ ალფონსო რეკორდარესთან, ავრცელებს ამ ინფორმაციას იმისთვის, რომ გაიზარდოს ცნობიერება PANDAS-ის სინდრომის გარშემო და ყურადღება მიექცეს იმ ბავშვებს, რომელთა მდგომარეობაც დღეს ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ არ არის შეფასებული.

🔗 სრული სამეცნიერო სტატიის ნახვა შესაძლებელია აქ: https://www.frontiersin.org/journals/medicine/articles/10.3389/fmed.2026.1973954/full

სხვა

სხვა სიახლეები

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით "ტრენერთა ტრენინგი TOT" სამედიცინო პერსონალის პედაგოგიური საქმიანობის პროგრამად განისაზღვრა

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით "ტრენერთა ტრენინგი TOT" სამედიცინო პერსონალის პედაგოგიური საქმიანობის პროგრამად განისაზღვრა

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში შემოსული თქვენი წერილის (No1020841, 30.07.2026) პასუხად გაცნობებთ, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს 2026 წლის 10 ნოემბრის N40 სხდომის გადაწყვეტილებით, „ტრენერთა ტრენინგი (TOT) სამედიცინო პერსონალისთვის“ პროგრამა განისაზღვრა სამედიცინო პერსონალის პედაგოგიური საქმიანობისათვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის No135/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

ვრცლად
ნუმანემ და AIMS საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ნუმანემ და AIMS საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ბიშკეკში, 8 ოქტომბერს, ალა-არჩას სახელმწიფო რეზიდენციაში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ქონების მართვის დეპარტამენტის სახელმწიფო დაწესებულების, კლინიკური საავადმყოფოს 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას "ნუმანე" პარტნიორთან AIMS-თან ერთად დაესწრო, სადაც AIMS-ის დამფუძნებელი, პროფესორი ალფონსო რეკორდარე წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე.

ვრცლად
შეიძინე ახლა უკვე განვადებით, სასურველი პირობით

შეიძინე ახლა უკვე განვადებით, სასურველი პირობით

ნუმანეს ტრენონგების შეძენა ახლა უკვე განვადებითაც შეგიძლია ნუმანეს ტრენინგების შეძენა ახლა უკვე საქართველოს ბანკის განვადებითაც შეგიძლია. განვადებით ტრენინგებს 3-დან 48 თვემდე ვადით შეძლებთ. შეარჩიეთ სასურველი ტრენინგი, მონიშნეთ სასურველი თვის რაოდენობა, კალკულატორში გამოჩნდება თანხა, რომლის გადახდაც ყოველთვიურად მოგიწევთ. არჩევანი თქვენზეა!

ვრცლად